ნომერი პირველი საქმე
უნდა მოგვეფიქრებინა და სარისთვის (პროექტის ფასილიტატორი სარი აურამო) გაგვეგზავნა ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ყვავილი. ამის შემდეგ სარიმ ააწყო პრეზენტაცია, სადაც პროექტში მონაწილე ევროპის 40 ქვეყანა წარმოადგინა: კონტურული რუკით, ქვეყნის დროშით და ნაციონალური ყვავილით;
შემდეგ
სარის შედგენილი ფურცლები დავბეჭდეთ და გადავინაწილეთ, უკვე ყველამ იცოდა, რომელ ქვეყანაში გზავნიდა და ყვავილს, და ამავე ქვეყნიდან ელოდა კიდეც.
სარიმ გამოგვიგზავნა აგრეთვე, ყველა მონაწილე ქვეყნის დროშა - მხოლოდ შავ-თეთრი ხაზებით. მოსწავლეებმა google- ის საძიებოს გამოყენებით იოლად მოძებნეს დროშის ფერები და გავაფერადეთ; google-ს საძიებოს თავდაპირველად მიუთითეს სურათები (images), და საძიებო ველში აკრიფეს ქვეყნის დასახელება ინგლისურად, რომელიც მათ შავ-თეთრ დროშებს ეწერა და სიტყვა flags; ეს მათ ძალიან იოლად შესძლეს;
ამის შემდეგ
ყველა მოსწავლემ იცოდა თავისი მიზანი და ქვეყანაც სადაც უნდა ჩასულიყო მისი მოხატული ია და დაემშვენებეინა კედელი; ამ ნახატებით უნდა შექმნილიყო "ბაღი სავსე გაზაფხულის ყვავილებით". ჩვენ დავიწყეთ იების მოხატვა და გაფერადება.
სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოებს ვტვირთავდით e-Twinning-ის პლატფორმაზე; ვქმნიდით საქაღალდეებს შესაბმისი დასახელებით; ყველა ქვეყნის მონაწილეს გვქონდა წვდომა ერთმანეთის ფოტოებზე და მოსწავლეებთან ერთად სიამოვნებით ვათვალიერებდით ევროპის ქვეყნებში როგორ ხატავდნენ ამ პროექტისთვის ყვავილებს; იყო რამდენიმე ვიდეოც - განსხვავებული ხატვის სპეციფიკაზე (თურქეთმა წყალში ხატვა გვაჩვენა, მალტამ - ხელებით ხატვა...);
ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ და მუდმივად სიახლეების მოლოდინში; შესაბამისად თვითონაც დიდი მოტივაციით გეგმავდნენ შემდგომ ნაბიჯებს და ახორციელებდნენ;
მე ამ დროს
რათქმაუნდა წერილები რომ გაგვეგზავნა სხვა ქვეყნებისთვის საჭირო იყო მათი ფიზიკური მისამართები; სარიმ გაგვიზიარა ექსელის ცხრილი google-ის დოკუმენტებში და ჩვენ ყველამ ინგლისურად ჩავწერეთ ჩვენი სკოლის მისამართები;
მე ეს მისამართებიც ამოვბეჭდე და ბავშვებს დავურიგე;
გამოვჭერით იები,
2 ფოტოც - სამუშაო პროცესის და მოვათავსეთ კონვერტებში, ზედ მისამართები დავაკარით და გავამზადეთ შორი მოგზაურობებისთვის;
ვადები იყო წინასწარ განსაზღვრული, გაგზავნა დავიწყეთ 15 აპრილიდან; რადგან ეს ფულთან იყო დაკავშირებული საჭირო იყო მშობლების ინფორმირებულობა; ნაწილობრივ დაგვეხმარა სკოლის ადმინისტრაციაც;
ამის მერე დაიწყო
სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწყო და დაიწყო!!! მოდიოდა და მოდიოდა ყვავილები სხვადასხვა ქვეყნებიდან! კონვერტს ხსნიდა ის ბავშვი ვისაც ამ ქვეყანაში ჰქონდა გაგზავნილი ყვავილი; იყო ოვაციები, დიდი სიხარული, გაბრწყინებული სახეები!!! მერე ცდილობდნენ ამოეკითხათ ინგლისურად წარწერები კონვერტზე, ბავშვის სახელი და გვარი, სკოლის დასახელება, ქალაქის (ქვეყანა უკვე ზეპირად იცოდნენ);
ზოგგან იყო ფოტოც, ზოგგან ყვავილის თესლი, ზოგიერთ ყვავილს საოცარი აგებულება ჰქონდა და საოცარი ხელოვნებით იყო შესრულებული;
ყვავილები მოდიოდა ყოველ ორშაბათს (საქართველოს ფოსტამ უკვე იცოდა - დიდ კონვერტებს ვინ ელოდა გორში), სულ მოვიდა 34 ყვავილი (5 არ მოვიდა- თუმცა ამ ქვეყნებიდან სხვებთანაც არ მივიდა)..
ჩვენ კედელი წინასწარ მოვამზადეთ: გამოვჭერით ღეროები და ღეროს ბოლოში მივაწებეთ დროშები; კონკრეტული ღერო კონკრეტული ქვეყნიდან ელოდა ყვავილს; ყოველ ორშაბათს ჩვენ ვავსებდით ჩვენ ბაღს!
კარგი პროექტია. წარმომიდგენია, კონვერტების გახსნის მომენტში გული როგორ უცემდათ შენს მოსწავლეებს, ელენე:)
ОтветитьУдалитьკიი, ძალიან :) თან მეც დიდი აჟიოტაჟით ვაცხადებდი ხოლმე: წერილი ჩამოვიდააააააა......!!!!! რაღა ოსკარების გადაცემა და რაღა ყვავილების :)
ОтветитьУдалитьგილოცავ, ელენე, აღფრთოვანებული ვარ შენი პროექტით!!!!!!!!!!!!!
ОтветитьУдалитьმადლობა მზია, ჩემი არა - სარის პროექტი იყო! :)))
ОтветитьУдалитьშენ შეგიძლია აჩუქო ბავშვებს "დღესასწაული"-ყოჩაღ ლელი!
ОтветитьУдалитьელენე, შევედი შენს ბლოგზე და სვანივით დამემართა, ვეღარ გამოვდივარ, დავიკარგე (ანუ არ მეთმობა)! :) :*
ОтветитьУдалитьმადლობა ხათუნა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი შეფასება :)
ОтветитьУдалить