e-Twinning

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ საუკუნეში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის.
e-Twinning-ი გვაძლევს საშუალებას ახლოს გავეცნოთ კოლეგების გამოცდილებას სხვა ქვეყნებიდან, მათთან ერთად დავგეგმოთ და განვახორციელოთ სხვადასხვა სასწავლო პროექტები;

შესაძლებელია ჩვენ თვითონ დავგეგმოთ სასწავლო პროექტი, განვსაზღვროთ მიზანი, სავარაუდო შედეგები, მონაწილეთა ასაკობრივი თუ სხვა მოთხოვნები და შემდეგ შევთავაზოთ კოლეგებს ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში.

თუ ჯერ იდეა არ მოგსვლია არც ეგაა პრობლემა, აქ გაწევრიანებული უამრავი მასწავლებელი ყოველდღიურად გთავაზობს პარტნიორობას სხვადასხვა პროექტებში; აქ უკვე მთავარია სწორად განსაზღვრო მოსწავლეთა სასწავლო მიზნები, მათი შესაძლებლობები და აირჩიო პროექტი;

პროექტის ფასილიტატორობა იოლი საქმე არაა, რადგან შესაძლოა ევროპის რამდენიმე ათეული ქვეყნიდან ერთდროულად ჩაერთნონ შენს პროექტში; ფასილიტატორს უწევს შუალედური დავალებების შეჯამება, საჩვენებელი პრეზენტაციების აწყობა და ინტერნეტში განთავსება;  საჭირო რესურსების ორგანიზება და ერთად თავმოყრა. რათქმაუნდა ის პარალელურად თავის საკლასო ოთახში მოსწავლეებთანაც მუშაობს იგივე პროექტზე.

მუშაობის პარალელურად, ეცნობი ძალიან ბევრ მასწავლებელს, ერთიდაიგივე საკითხზე უამრავ მოსაზრებას და უამრავ მეთოდოლოგიურ მიდგომას ააანალიზებ. ეს გეხმარება პროფესიულ ზრდაში, მოსწავლეებთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, სწავლა სწავლების საუკეთესო მიგნებების აღმოჩენაში;

მოსწავლეებისთვის ყველაზე დიდი მიგნებაა სხვა ქვეყნის თანატოლებთან პარალელურად მუშაობა; ერთმანეთის ნამუშევრების დათვალიერება (ინტერნეტ სივრცეში); მუშაობის პროცესზე დაკვირვება და მოსაზრებების გაზიარება; 


Комментариев нет:

Отправить комментарий